არ ენდო
შემთხვევით
ხელოსანს.

ARENDO — Telegram-ის ჯგუფი, სადაც ყველა ხელოსანი შემოწმებულია. ნახე მისი ნამუშევრები, დონე და თავისუფალია თუ არა — მერე კი პირდაპირ მიწერე.

გიორგი ბ. ★★★ იატაკიკედლები

თბილისი

12 წლიანი გამოცდილება

თავისუფალი მიწერა
ბარათის მაგალითი

როგორ მუშაობს?

6 მარტივი ნაბიჯი — განაცხადიდან ჯგუფში ბარათამდე

  1. განაცხადი საიტზე

    შეავსე ფორმა და ატვირთე ნამუშევრები

  2. Telegram-ით დადასტურება

    გახსენი ბოტი და დააჭირე Start-ს

  3. შემოწმება

    ვამოწმებთ მოწმობას, გამოცდილებას და ნამუშევრებს

  4. დადასტურება ან უარი

    პასუხს Telegram-ში მიიღებ

  5. ბარათი ჯგუფში

    ბარათი ჯგუფში ავტომატურად გამოჩნდება

  6. მუშაობა ჯგუფში

    მომხმარებლები გწერენ, სტატუსს შენ მართავ

დარეგისტრირდი ხელოსნად

ხელოსნების დარგები

    შემოწმების დონეები

    რაოდენობა კი არა, ხარისხი — ვარსკვლავები გაჩვენებს, რამდენად კარგად ვიცნობთ ხელოსნის ნამუშევარს

    ★

    1 ვარსკვლავი

    ფოტოებით და პირადობის მოწმობით შემოწმებული

    ★★

    2 ვარსკვლავი

    ადმინმა ნამუშევარი ადგილზე ნახა და მომხმარებლებს გაესაუბრა

    ★★★

    3 ვარსკვლავი

    ადმინს მასთან პირადი გამოცდილება აქვს

    ხშირად დასმული კითხვები

    ჯგუფში გაწევრიანება ფასიანია?

    არა, გაწევრიანება და ხელოსნების ნახვა უფასოა. სამუშაოს ფასს ხელოსანს პირდაპირ შეუთანხმდები.

    როგორ გავიგო, რამდენად სანდოა ხელოსანი?

    ნახე ვარსკვლავები მის ბარათზე და მისი დასრულებული სამუშაოების ფოტოები. რაც მეტი ვარსკვლავი, მით უკეთ ვიცნობთ მის ნამუშევარს.

    რას ნიშნავს 🟢 და 🔴?

    🟢 — ხელოსანი თავისუფალია და ახალ სამუშაოს აიღებს. 🔴 — ამჟამად სხვა ობიექტზეა; ბარათზე ჩანს, როდის დაიწყო.

    ხელოსანმა ცუდად იმუშავა. რა ვქნა?

    მოგვწერე. საჩივარს განვიხილავთ და საჭიროების შემთხვევაში ხელოსანს დონეს დავუწევთ ან ჯგუფიდან ამოვიღებთ.

    ხელოსანი ვარ. რატომ უნდა ავტვირთო პირადობის მოწმობა?

    რომ მომხმარებელმა იცოდეს: ბარათის უკან რეალური, შემოწმებული ადამიანი დგას. მოწმობას მხოლოდ ადმინები ხედავენ და ის არსად ქვეყნდება.

    როდის გამოჩნდება ჩემი ბარათი?

    ადმინი ყველა განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავს. დადასტურებისთანავე ბარათი ჯგუფში ავტომატურად გამოჩნდება და Telegram-ში შეტყობინებას მიიღებ.

    შემოგვიერთდი ARENDO-ში და იპოვე სანდო ხელოსანი

    Telegram-ის ჯგუფი, სადაც მხოლოდ შემოწმებული ხელოსნები არიან.